• Geo
  • Eng
30.10.2019
19 წლამდელების მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება

19 წლამდე ოქროს ლიგაში მე- 10 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოელებმა საბურთალოს უმასპინძლეს. მიმდინარე პირველობა საკმაოდ დაძაბულად, საინტერესოდ და ქულა-ქულაში მიმდინარეობს. გათამაშების ორი წრე მიილია და შეიძლება ითქვას, რომ ოქროს მედლებისთვის პაექრობას დინამოელები და ლოკომოტივი გააგრძელებენ. მეათე ტურში დინამომ საბურთალოს მძიმე ბრძოლაში 3:2 აჯობა. ვლადიმერ კაკაშვილის ფეხბურთელებმა მატჩის დებიუტში პენალტით გახსნეს ანგარიში. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ირაკლი აზაროვმა შეასრულა. მეორე ტაიმში სტუმრებმა იძალეს და მასპინძლებს ორჯერ გაუტანეს. შეხვედრის დასრულებას 10 წუთი აკლდა, რა დროსაც თორნიკე მორჩილაძემ წონასწორობა აღადგინა. დინამოელები მასირებულ შეტევებზე გადავიდნენ და 90- ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ლურჯ-თეთრები გათამაშების ცხრილის სათავეში იმყოფებიან და შემდეგ მატჩს გორში, 2 ნოემბერს ადგილობრივ დილასთან ჩაატარებენ.

 

U19 დინამო 3:2 საბურთალო

 

U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, ხვადაგიანი, კალანდაძე, აზაროვი, გულდედავა, ლომინაძე, მექვაბიშვილი, აბუაშვილი, ომარაშვილი, ზურებიანი

სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, იაკობიძე, გაგნიძე, ფარულავა, მირზიკაშვილი, მორჩილაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024