• Geo
  • Eng
08.09.2019
17 წამდელების მარცხი და გამარჯვება სირენკას თასზე

პოლონეთში 17 წლამდე ნაკრებთა შორის საერთაშორისო ტურნირი სირენკას თასი იმართება. საქართველოს 17 წლამდე ნაკრები პირველ ტურში მასპინძლებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:2 დათმო შეხვედრა. გოლი პოლონელთა კარში ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა. მეორე შეხვედრაში ჭაბუკი ჯვაროსნები ნორვეგიას შეხვდნენ და გიორგი გვიშიანის გოლით 1:0 იმარჯვეს. გიორგი ჩიტაურის გუნდი 10 სექტემბერს რუმინეთის ნაკრებს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ნაკრების ღირსებას დინამოს აკადემიის 9 ფეხბურთელი იცავს: გიორგი უბილავა, თორნიკე დუნდუა, საბა ხვადაგიანი, დავით გოგოტიშვილი, ლუკა სალუქვაძე, ბაქარ აბჟანდაძე, გიორგი აბუაშვილი, ზაურ სიჭინავა და ლუკა გაგნიძე გიორგი ჩიტაურის განკარგულებაში გახლავთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024