• Geo
  • Eng
15.06.2019
U13 დინამო ნახევარფინალშია

ბუდაპეშტში მიმდინარე Gallini Budapest Cup 2019 დინამოს აკადემიის 13 წლამდელთა გუნდი ნახევარფინლში გავიდა. თბილისელებმა ფინური იაპსის (2:0) და ალბანური ჯელნია შკოდრანეს (4:0) დამარცხების შემდეგ მეოთხედფინაშიც იმარჯვეს. რევაზ გვარაკიძის გუნდი პლეი ოფში ავსტრიულ ვაკერ ინსბრუკს შეხვდა და ისევ გოლგაუშვებლად 2:0 დაამარცხა მეტოქე. გოლები დათო ქელდიშვილმა და გიორგი ხუფენიამ გაიტანეს. დინამოელებმა გათამაშების 24 მონაწილეს შორის ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს და აღსანიშნავი, რომ ტურნირის ფავორიტი ლივერპული ჩამოიტოვეს. ხვალ ჩვენი მოზარდები გადამწყვეტი მატჩის საგზურისთვის უნგრულ ჰონვედს დაუპირისპირდებიან. მეორე ნახევარფინალურ წყვილს კი ნიქოზიის ომონია და ბუდაპეშტის მტკ შეადგენენ.

U13 დინამო თბილისი 2:0 ვაკერ ინსბრუკი

U13 დინამო: ხელაშვილი, ხუფენია, გრიგალავა, ქელდიშვილი, ბენდიანიშვილი, ფეიქრიშვილი, პატარკაციშვილი, ბუბუტეიშვილი, ნაჭყეპია, შაშიაშვილი, მამასახლისი

სათადარიგო სკამი: საური, ვარსიმაშვილი, თურქია, კერესელიძე, ბერძენიშვილი, სალია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024