• Geo
  • Eng
01.06.2019
უდანაკარგოდ 19 წლამდე ლიგაში

19 წლამდე ლიგაში დინამოელებმა რეგულარული პირველობის ბოლოს წინა ტურის შეხვედრა ჩაატარეს, რომელშიც საბურთალო 2 უპასუხო გოლით დაამარცხეს და გ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. დინამოელებმა საბურთალოს მოისწრაფიშვილისა და ლომინაძის გოლებით აჯობეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს 11 ჩატარებული მატჩიდან 11 მოგება დაუგროვდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 50/5. ბოლო ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 8 ივნისს რუსთავთან გამართავს. შემდეგ იქნება მცირედი პაუზა და დინამოელები ოქროს ლიგაში ოქროს მედლებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

 

U19 საბურთალო 0:2 დინამო

U19 დინამო: ხარშილაძე, მელიქიშვილი, ხვადაგიანი, დარცმელია, კალანდაძე, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, ხორხელი, აწყურელი, აბუაშვილი

სათადარიგო სკამი: მოდებაძე, ჯინჯოლავა, იაკობიძე, ფარულავა, ლომინაძე, მორჩილაძე

 

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024