• Geo
  • Eng
19.05.2019
მატჩები ახალგაზრდულ ლიგაში

15 წლამდელთა ჩემპიონატში დინამოს ორივე გუნდმა მეცხრე ტურის შეხვედრა გამართა. ერთი წლით უმცროსი თბილისელები გორში დილას 2:2 დაუზავდნენ. გოლები სურმავას და ცეცხლაძის ანგარიშზეა. ვასილ გეგუჩაძის გუნდი გ ჯგუფში 25 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 28 მაისს გაგრასთან გამართავს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა ლაგოდეხს უმასპინძლა და 9 ჩატარებული შეხვედრიდან მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. დინამომ სტუმრებს 6 უპასუხო გოლი გაუტანა. დევიძემ ჰეთ თრიქი გაიფორმა, თითო გოლი ლაცაბიძემ, კობახიძემ და ხუტიაშვილმა გაიტანეს. დ ჯგუფის ლიდერი დინამოელები მომდევნო თამაშს 1 ივნისს მეორეადგილოსან ავაზასთან ჩაატარებენ.

19 წლამდე ლიგაში დინამოელებს კახეთში ჰქონდათ გასვლა. ჩვენმა გუნდმა თელავს 5 უპასუხო გოლით მოუგო და 15 წლამდელთა დარად 9 თამაშიდან 9 მოგება დააგროვა. მექვაბიშვილმა და ჯინჯოლავამ დუბლი შეასრულეს, კიდე ერთი გოლი მორჩილაძემ გაიტანა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას 25 მაისს ცხინვალთან ჩაატარებს.

 

 

 

U15 დილა 2:2 დინამო 2

დინამო 2: ბაჩილავა, მახარაძე, ჩიხაძე, სიგუა, ჩხიკვაძე, ცეცხლაძე, ნინიძე, ბულუხაძე, პარკაძე, ფარცვანია, შეროზია

სათადარიგო სკამი: იობაშვილი, სურმავა, გიუნაშვილი, ხორხელი

 

U15 დინამო 6:0 ლაგოდეხი.

დინამო: ბერიაშვილი, ჯანაშია, მოლაშვილი ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, გოგებაშვილი, როსივერი, ლაცაბიძე, დევიძე, კობახიძე, შიოლაშვილი

სატადარიგო სკამი: არჩაია, გაფრინდაშვილი, თოდუა, ნიკოლაიშვილი, დათუაშვილი, ხუტიაშვილი

 

U19 თელავი 0:5 დინამო

დინამო: ხარშილაძე, მელიქიშვილი, იაკობიძე, ჯანგიძე, კალანდაძე, ოსეყმაშვილი, მექვაბიშვილი, ლიმინაძე, მორჩილაძე, ქოჩაკიძე, აწყურელი

სათადარიგო სკამი: მოდებაძე, მირზიკაშვილი, ერაძე, ფარულავა, ხორხელი, ჯინჯოლავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024