• Geo
  • Eng
02.05.2019
გამარჯვება და ფრე ჭაბუკთა ლიგაში

15 წლამდე დინამოელებმა ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა ჩაატარეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა მეექვსე ტურის გამოტოვებულ მატჩში ავაზას უმასპინძლა. ავაზა ჩვენი გუნდის დარად ქულადაუკარგავად ლიდერობდა სატურნირო ცხრილს. შეხვედრა, როგორც ლიდერ გუნდებს შეეფერებოდა ისე წარიმართა და საბოლოოდ დინამოელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. 3 ქულის მომტანი დარტყმა ხუტიაშვილმა შეასრულა და ჩვენი გუნდიც ერთპიროვნულად გალიდერდა დ ჯგუფში. მომდევნო მატჩს იაგორაშვილის გუნდი 7 მაისს სფფ- ს აკადემია 2- თან გამართავს.

16 წლამდე დინამომ, რომელიც 17 წლამდელთა ლიგაში გამოდის პირველად დაკარგა ქულები მიმდინარე სეზონში. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი თბილისის მერანს შეხვდა და ფრედ 1:1 დაცილდა. გოლი გაგნიძის ანგარიშზეა. დინამოელებმა ამ აღებული ქულით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლეს და გ ჯგუფში გალიდერდნენ. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 5 მაისს ცხინვალთან გამართავენ.

 

U15 დინამო 1:0 ავაზა

U17 მერანი 1:1 დინამო-2

 

 

U15 დინამო: ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, ბგრატიონი, ლაცაბიძე, ჯანაშია, კვერენჩხელძე, როსივერი, თოდუა, კობახიძე, შიოლაშვილი, ხუტიაშვილი

სათადარიგოები: ბერუაშვილი, გოგობერიშვილი, არჩაია, აღდგომელაშვილი. ნიოლაიშვილი, მოლაშვილი, დათუაშვილი

 

U17 დინამო-2: მოდებაძე, ქავთარაძე, უბილავა, სალუქვაძე, გოგოტიშვილი, გაგნიძე, სიჭინავა, უგრეხელიძე, ფირცხალაიშვილი, იობაშვილი, ბაბლუანი

სათადარიგოები: იობაშვილი, გელხაური, აზარავილი, გოგობერიშვილი, ბოჭორიშვილი, შენგელია

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024