• Geo
  • Eng
30.03.2019
19 წლამდელების გამარჯვება ცხინვალთან

მორიგი მატჩი ჩაატარა ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 19 წლამდე პირველობაზე. დინამოელები ცხინვალს დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე. თბილისელებმა 6 უპასუხო გოლი გაიტანეს. გოლები ხორხელის, აზაროვის, ქოჩაკიძის, აწყურელის, მორჩილაძის და გულდედავას ანგარიშზეა. დინამოელებს 3 თამაშიდან 9 ქულა აქვთ და 3 აპრილს თელავს უმასპინძლებენ.

 

U19 ცხინვალი 0:6 დინამო

U19 დინამო: ხარშილაძე, ხვადაგიანი, ჯანგიძე, მელიქიშვილი, ოსეყმაშვილი, გაბიტაშვილი, ფარულავა, მოისწრაფიშვილი, გულდედავა, ქოჩაკიძე, აზაროვი

სათადარიგო სკამი: კუტალაძე, მირზიკაშვილი, იაკობიძე,ხორხელი, მორჩილაძე, აწყურელი, ჯინჯოლავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024