8/10/2011
მეტოქე ემზადება (EN)

საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდის მეტოქე უეფას ევროპის ლიგის ფლეი–ოფში ათენის აეკ-ი 10 აგვისტოს გამართავს. გუნდი ამჟამად ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს. 9 აგვისტოს ბერძნები 0:3 დამარცხდნენ კვიპროსის ანორთოსისთან. აეკ-მა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: კონსტანტინოპულოსი, კონტოესი, დელასი (78 -კაცელისი), კალა, კარაბელასი (46- ენგლიშმენი, 78-არგირიუ), კლონარიდისი (40 -გკერეირო) აკგირიმპა (46- გულუ), სიალმასი (46 -ბარნსი), ხოსე კარლოსი (70 -ფეტსისი), ლეონარდო (70- ლაგოსი), ხეტასი (46 -ბელეკი). წინა შეხვედრისგან განსხვავებით მატჩში მონაწილეობა არ მიუღია გუნდის ახალწვეულს ეიდურ გუდიონსენს.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს აეკ-ი ათენის ოლიმპიურ სტადიონზე დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად პრიმერა დივიზიონურ ხეტაფესთან 0:1 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024