12/7/2011
მე– 500 გამარჯვების მოლოდინში (EN)

კვირას, 11 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში, დინამო თბილისი ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს. ძველ მეტოქეთა დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო მატჩით გამოირჩევა. საკვირაო შეხვედრა კი სხვა ფაქტორითაც აღსანიშნავია. თბილისელთა გამარჯვების შემთხვევაში, ეს იქნება დინამოელთა მეხუთასე წარმატებული შეხვედრა ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში. აქამდე ჩატარებულ 702 მატჩში დინამოელებმა 499– ჯერ იმარჯვეს.

შეგახსენებთ დინამოელთა საიუბილეო გამარჯვებებს:

 მე– 100: 1993 წლის 30 სექტემბერს თბილისში, რუსთავის მეტალურგთან ანგარიშით 5–3.

მე– 200: 1997 წლის 31 აგვისტოს თბილისში, მერანთან ანგარიშით 4–0

მე– 300: 2002 წლის 9 აგვისტოს თბილისში, ფოთის კოლხეთთან ანგარიშით 3–0

მე– 400: 2007 წლის 21 აპრილს, თბილისში ლოკომოტივთან ანგარიშით 3–0

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024