11/27/2011
საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის განცხადება (EN)

საქართველოს ჩემპიონატის მე–15 ტურის მატჩი საფეხბურთო კლუბ ზესტაფონსა და თბილისის დინამოს შორის არ შედგა. შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება დილით, თბილისში იმ დროს და ისეთ ვითარებაში იქნა მიღებული, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ადგილზე არ გაცნობიან შექმნილ  მდგომარეობას. სამწუხაროდ მასპინძელი კლუბის მხრიდან მატჩის ჩატარების მიზნით, რეალურად  არანაირი პრაქტიკული ღონისძიებები არ იქნა განხორციელებული. საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი იმედოვნებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ობიექტურად შეისწავლის შექმნილ სიტუაციას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს არშემდგარი მატჩის მასპინძელი კლუბის მიმართ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024