11/12/2011
გიორგი გავაშელი - ხუთი გოლი ერთ შეხვედრაში (EN)

1968 წელს თბილისის დინამომ საკავშირო ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში კუიბიშევის კრილია სოვეტოვი 7:2 დაამარცხა. ამ მატჩში დინამოელთა გამორჩეულმა ფორვარდმა, გიორგი გავაშელმა ხუთი გოლის გატანა მოახერხა და გაზეთ თბილისის მიერ დაწესებული პრიზი მოიპოვა. გიორგი გავაშელი დინამოს ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახლავთ, რომელმაც ერთ შეხვედრაში ხუთი გოლის გატანა შეძლო. მან ილია დათუნაშვილის მიერ (1966 წელს დათუნაიშვილმა ერევნის არარატს ხუთი გოლი გაუტანა) ნაჩვენები მიღწევა გაიმეორა. აღსანიშნავია, რომ გიორგი გავაშელი 1968 წლის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, მან სეზონში 22 გოლის გატანა შეძლო და ფახთაქორელ ბერადორ აბდურაიმოვთან ერთად საუკეთესო მეგოლის პრიზიც მიიღო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024