11/1/2011
2 ნოემბერი დინამოს ისტორიაში (EN)

დავით ყიფიანის სახელობის, საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას დინამო თბილისი 2 ნოემბერს გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავს. მატჩი ქართლის სტადიონზე ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა თბილისში, საყაიმო ანგარიშით 2-2 დასრულდა.

საქართველოს ჩემპიონატში, 2 ნოემბერს დინამომ ორჯერ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ორივეჯერ თელავის კახეთთან და ორივეჯერ თბილისელებმა იმარჯვეს. პირველი შეხვედრა 1993 წელს, მეხუთე ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში გაიმართა და თელაველთა გამანადგურებელი მარცხით 8-2 დასრულდა. 1996 წელს კი მერვე ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში დინამომ ორი უპასუხო ბურთით იმარჯვა.

სსრკ-ს ჩემპიონატში 2 ნოემბერს დინამომ 6 შეხვედრა გამართა. აქედან სამი თბილისელებმა მოიგეს, ერთი შეხვედრა დასრულდა  ფრედ და ორჯერ მოწინააღმდეგემ გვაჯობა. ბურთების ბალანსია 8-7 დინამოს სასარგებლოდ. 1962 წელს დონის როსტოვში ადგილობრივ სკასთან დინამომ 1-0 იმარჯვა. 1972 წელს თბილისში მტკვრისპირელებმა მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლეს და ორი უპასუხო ბურთით დაამარცხეს. ისევ დონის როსტოვის სკა და ისევ გამარჯვება. ეს შეხვედრა 1984 წელს თბილისში გაიმართა და დინამოელებმა ანგარიშით 2-1 იმარჯვეს. ერთადერთი ფრე დინამომ მოსკოველ სეხნიებთან გამართა 1975 წელს და მატჩი საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა. 1979 წელს მოსკოვში ლოკომოტივთან, დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში დინამოელები ანგარიშით 2-4 დამარცხდნენ.

ევროთასებზე 2 ნოემბერს დინამომ ერთხელ იასპარეზა. 1977 წელს, უეფას თასის მეთექვსმეტედ ფინალში თბილისელებმა დანიურ კოპენჰაგენს უმასპინძლეს. მეტად საინტერესო შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024