10/28/2011
დინამო vs სპარტაკი – ურთიერთშეხვედრები (EN)

30 ოქტომბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში დინამო თბილისი, ცხინვალის სპარტაკს უმასპინძლებს. ეს გუნდები აქამდე თექვსმეტჯერ შეხვედნენ ერთმანეთს და დინამოს უპირატესობა აშკარაა. თერთმეტი გამარჯვება ჩაიწერა თავის აქტივში დინამომ, ოთხი შეხვედრა დასრულდა ფრედ და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა სპარტაკმა. ოცდაცამეტი გატანილი ბურთი, ათის წინააღმდეგ. ესეთია თბილისელთა უპირატესობა გატანილ გოლებში. ამათ გარდა დინამო კიდევ ორჯერ დაუპირისპირდა ცხინვალის გუნდს. ეს მოხდა პირველი ჩემპიონატის მეოთხე და მეოცე ტურებში, 1990 წლის 17 აპრილსა და აგვისტოს. თბილისელებმა ცხინვალის ლიახვი  შესაბამისად 4–1 და 7–0 დაამარცხეს. სპარტაკთან ურთიერთშეხვედრებში დინამომ ერთადერთი მარცხი ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში განიცადა. 2010 წლის 18 აპრილს ჩატარებული შეხვედრა, ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 1–2 დასრულდა. მტკვრისპირელებმა დიდი ანგარიშით რამდენჯერმე იმარჯვეს. გასვლაზე გორში ორჯერ დაამარცხეს სპარტაკი ანგარიშით 3–0. 2007 წლის 15 სექტემბერს მეცხრამეტე ჩემპიონატის მეხუთე ტურში და 2008 წლის 29 ნოემბერს მეოცე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში. თბილისში კი 2009 წლის 16 აგვისტოს ოცდამეერთე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით 5–0 აჯობა მეტოქეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024