9/30/2011
2 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში (EN)

დინამო თბილისი ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურში 2 ოქტომბერს ბოლნისში, ადგილობრივ სიონს ესტუმრება. საქართველოს ჩემპიონატში 2 ოქტომბერს დინამოს აქამდე სამი მატჩი ჩაუტარებია და მათგან ორში იმარჯვა ერთი თამაში კი ფრედ დასრულდა. ეს შეხვედრა წინა ჩემპიონატის მეცხრე ტურში გაიმართა. დინამოს ქუთაისის  ტორპედომ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა 1–1 დასრულდა.  მეჩვიდმეტე ჩემპიონატის მერვე ტურში 2005 წელს, დინამომ თბილისის სპარტაკი დაამარცხა ანგარიშით 3–0, ხოლო 1996 წელს მერვე ჩემპიონატის მერვე ტურში თბილისელებმა ხაშურის ივერიას უმასპინძლეს და  8–2 მოუგეს.
სსრკ–ს ჩემპიონატში დინამო თბილისმა 2 ოქტომბერს ექვსი თამაში ჩაატარა. აქედან ერთხელ ითამაშა ფრედ, ორჯერ წარმატებას მიაღწია, სამჯერ კი დამარცხებულმა დატოვა მინდორი. თბილისელებმა  რვა ბურთიგაიტანეს, ხოლო საკუთარ კარში ცხრა მიიღეს. ერთადერთი ფრე ლენინგრადში ადგილობრივ ზენიტთან 1957 წელს ითამაშეს. 1960 წელს დინამო მოსკოვში სახალხო გუნდთან დამარცხდა 1–2. 1963 წელს ლენინგრადში ადგილობრივ სეხნიასთან 0–2 წააგო და თბილისში მოსკოვის ტორპედოსთან 1–2 დამარცხდა. ეს მოხდა 1984 წელს. გამარჯვებას კი დინამომ უკრაინულ გუნდებთან მიაღწია, შესაბამისად დონეცკის შახტიორთან 1964 წელს ანგარიშით 2–1 იმარჯვა და 1977 წელს ლვოვის კარპატი დაამარცხა   3–1. ორივე თამაში თბილისში გაიმართა. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024