8/26/2011
მანოლო ხიმენესი – მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია (EN)

ევროპის ლიგის პლეი–ოფის საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ,აეკ–ის მთავარი მწვრთნელი,მანოლო ხიმენესი ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

მანოლო ხიმენესი – ჩემმა გუნდმა სწრაფი გოლი გაუშვა და სათამაშო სქემა პირველ ნახევარში ფაქტობრივად აგვერია.შესვენებაზე ჩემ ბიჭებს დაველაპარაკე და ავუხსენი,რომ კონტრშეტევებზე თამაში გვმართებდა,უნდა დავლოდებოდით ჩვენს შანსს და მაქსიმალურად უნდა გვეცადა შემდეგ მისი გამოყენება.პირველ მატჩის შემდეგ მე აღვნიშნე,რომ საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან გვქონდა საქმე,კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია პლეი–ოფის თამაში,რამაც ერთი–ორად გაგვირთულა ამოცანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024