ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში დინამოს ესპანელი მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია ჟურნალისტებს შეხვდა.
ალექს გარსია – ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრის მხარდაჭერის. ჯერ სასტარტო შემადგენლობაში ვინ ითამაშებს არ გადამიწყვეტია. აეკ-იდან ხოსე კარლოსის მიმართ მოგვეთხოვება განსაკუთრებული ყურადღება. უშანსოდ არც ბურთის გაშვების შემთხვევაში ვიქნებით, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩემმა ბიჭებმა იციან, რომ ხვალ ისეთი თამაში გველის, სადაც მხოლოდ ფეხით კი არა გულითაც უნდა ითამაშო. ერთი შემიძლია ფეხბურთელების სახელით დანამდვილებით გითხრათ, ყველანი სულს დავტოვებთ გამარჯვებისთვის.