ვიტ ჯორჯიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მცირედი კომენტარის გაკეთება დინამოელთა რიგებიდან მეორე გატანილი გოლის ავტორს, გიორგი კახელიშვილს ვთხოვეთ.
გიორგი კახელიშვილი - როგორც წესი დინამოსა და ვიტ ჯორჯიას დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. ეს ტრადიცია დღესაც არ დარღვეულა და სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა კარგი თამაში იხილა. სამწუხაროდ მოგება ბოლო წუთებზე დავკარგეთ. რაღა თქმა უნდა შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი. გულდასაწყვეტია როდესაც შეხვედრას ორჯერ იგებ და შეხვედრაში ვერ ახერხებ სამი ქულის აღებას. არ ვიცი გუნდის წარუმატებელი გამოსვლა რას დავაბრალო, ეს უიღბლობა აღარ არის, საკუთარ თავზე მუშაობა უნდა განვაგრძოთ.