12/8/2011
დუბლების სამქულიანი საჩუქარი (EN)

ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობამ, დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გადადებულ მატჩში, მცხეთა-პარკზე დინამოელებმა ვიტ-ჯორჯიას ანგარიშით 3-1 სძლიეს და 15 ტურის შემდეგ, 35 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან. უპირველესი მდევარი ზესტაფონი 4 ქულით ჩამოგვრჩება. დინამოელთაგან გოლები ჩაფიძემ 23-ე წუთზე და გაბაშვილმა 43-ე და 75-ე წუთებზე გაიტანეს. ფეხბურთელებმა თავიანთ მთავარ მწვრთნელს გიორგი დევდარიანს და მწვრთნელს თეიმურაზ შალამბერიძეს, დაბადების დღეზე სამქულიანი საჩუქარი გაუკეთეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ:
დინამო 2: ზარქუა, ტვილდიანი, გველესიანი, სანდოხაძე, კაკულია (ხიზანეიშვილი 84), პაპავა, პარუნაშვილი, რეხვიაშვილი (პაპუნაშვილი 65), ფოცხვერია (გაბაშვილი 13, მუმლაძე 76), ჩაფიძე, კაჭარავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024