1/30/2012
პირველი შეკრება პირველ გუნდთან (EN)

დავით ხოჭოლავა, გიორგი პაპავა და ლაშა პარუნაშვილი სულ ცოტა ხნის წინ დინამო თბილისის დუბლშემადგენლობაში ირჯებოდნენ, ახლა კი ხსენებული ტრიო პირველ გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებას გადის. 1993 წელს დაბადებული ფეხბურთელები სეზონის განახლებისთვის დინამოს ძირითად გუნდთან ერთად ემზადებიან. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები დღეს ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

დავით ხოჭოლავა – ძალიან კმაყოფილები ვართ შეკრებით. დრო ისე გადის ვერც ვამჩნევთ. დიდი გამოცდილება შევიძინეთ. თამაშიც მომიწია. პოლონელებთან სასტარტოში ყოფნა ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, ვინაიდან იმ მომენტისთვის ცოტა მოუმზადებელი ვიყავი, მაგრამ ძალიან გამიხარდა და მაქსიმალურად ვცდილობდი. თანაგუნდელებთან მშვენიერი დამოკიდებულება გვაქვს. უფრო ხშირი ურთიერთობა მაინც თანატოლებთან, ზარქუასთან, კვეკვესკირთან გვაქვს. თავისუფალ დროს მათთან ერთად დავათვალიერეთ ბარსელონა.
ლაშა პარუნაშვილი – თბილისში ვარჯიშზე მიღებული მიღებული ტრავმის გამო გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ვახერხებ. ინდივიდუალურად ვემზადები. ორი დღის წინ კვადრატის თამაშის ნებას დამრთეს და ბედნიერი ვიყავი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რაც შეიძლება მალე შევძლო სრულფასოვნად ვარჯიში და თამაში. შეკრებაზე პირველ გუნდთან ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გიორგი პაპავა – ჩვენთვის აქ პირველ გუნდთან ყოფნა ძალაინ საინტერესოა. ტურნირზე მარბელაში ორი შეხვედრა ჩავატარე. ნორვეგიელებთან გუნდმა კარგად ითამაშა და მეც კმაყოფილი ვიყავი, ბოლო შეხვედრა კი არ გამოგვივიდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024