დინამო არენაზე გამართული გაგრა 1:2 დინამოს შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და სტადიონე შეკრებილმა საზოგადოებამ დინამოს ვეტარანი ფეხბურთელის, რამაზ ურუშაძის ხსოვნას პატივი მიაგეს. უმაღლესი ლიგის XXII ტურის შეხვედრა, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით ფაქტობრივად არანაირ დატვირთვას არ ატარებდა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. საგულისხმოა, რომ დღევანდელ მატჩში შედგა კონსტანტინე სეფიაშვილისა და გიორგი რეხვიაშვილის დებიუტი. ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდში დინამოს დუბლშემადგენლობაში ერთობ წარმატებულად ირჯებოდა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ჩვენს გუნდს ესპანელი ლეგიონერი - ჩისკო მუნიოსიც დაუბრუნდა, რომელმაც გასული ტურის შეხვედრაში ტრავმა მიიღო.
დინამო არენა. 15:00 უმაღლესი ლიგა XXII ტური
გაგრა 1:2 დინამო
გოლები: 0-1 მერებაშვილი (პენ.) 30' 1-1 ჯერემია 44' 1-2 მერებაშვილი 90'
გაგრა: ბეგაშვილი, ჯგერენაია, ტყეშელაშვილი, ხუციძე, ჭკუასელი, ჯიშკარიანი, ხოჯაშვილი (კვანტალიანი 36'), კალანდაძე, ყურულაშვილი, ჯერემია, სარდალიშვილი (ყიფიანი 80').
დინამო: სეფიაშვილი, ტვილდიანი, კვეკვესკირი, გ.რეხვიაშვილი (თომაშვილი 55'), ხმალაძე, ანდრეუ (ჩისკო 46'), ალვარო, ძარია, კოშკაძე (გოგუა 46'), კოტო, მერებაშვილი.
გაფრთხილება: ხუციძე 28' ჩისკო 74'