ევროთასებზე დასრულებული მერვედფინალური ეტაპების შემდეგ უეფამ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა. აღნიშნული რეიტინგი უკანასკნელი ხუთი წლის მონაცემების გათვალისწინებით ყალიბდება და სწორედ აქ ნაჩვენები შედეგები განსაზღვრავენ ამა თუ იმ კლუბის განთესვა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპებზე.
ამჯერად UEFA-მ 2012 წლის 16 მარტის მონაცემებით შედგენილი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც დინამო თბილისი ქართულ კლუბებს შორი კვლავაც მოწინავე ადგილს იკავებს და ევროპულ საკლუბო რეიტინგში 216 ადგილს იკავებს 5,233 ქულით.
საკლუბო რეიტინგში მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:
1. ბარსელონა – 151,865
2. მანჩესტერ იუნ. – 141, 632
3. ჩელსი – 125,632
4. ბაიერნი – 123,703
5. რეალი – 123,703
6. არსენალი – 113,632
7. ინტერი – 104,967
8. პორტუ – 97,869
9. ლიონი – 94,835
10. ლივერპული – 90,632
ქართული კლუბები უეფას საკლუბო რეიტინგში:
216. დინამო თბილისი – 5,233
237. ზესტაფონი – 4,733
247. მეტალურგი – 4,233
288. ვიტ ჯორჯია – 3,233
340. გაგრა – 2,233
368. ამერი – 1,733