5/18/2012
20 მაისი დინამოს ისტორიაში (EN)

კვირას 20 მაისს, საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში ჩვენი გუნდი ზუგდიდის ბაიას უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 17.00 საათზე გაიმართება.

ეროვნულ ასპარეზზე 20 მაისს დინამომ ხუთი შეხვედრა გამართა. აქედან ოთხში დინამომ იმარჯვა, ხოლო ერთი მატჩი დასრულდა ფრედ. ბურთების შეფარდება 20/6. პირველ ჩემპიონატში თბილისელებმა ოზურგეთის მერცხალს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 8–1 დაამარცხეს. აღნიშნულ მატჩში ჰეთ–თრიქი შეასრულეს კაჭარავამ და გურულმა, თითო გოლი კი ქეცბაიამ და რევიშვილმა გაიტანეს. 1992 წელს გალში ადგილობრივ მზიურთან ფრედ 2–2 დასრულდა შეხვედრა. გოლები ყაველაშვილმა და რევაზ არველაძემ გაიტანეს. 2007 წელს მეთვრამეტე ჩემპიონატში დინამომ 4–2 დაამარცხა ბათუმის ბათუმი. იაშვილის სამ გოლს, ერთიც ფეიქრიშვილმა მიამატა. 2008 წელს გურამ კაშიას და ოდიკაძის გოლებით, ჩვენმა გუნდმა გორის დილა 2–0 დაამარცხა. 2010 წელს ოცდამეერთე ჩემპიონატში დინამომ სამტრედიას დიდი ანგარიშით 4–1 მოუგო. ლექვთაძემ და სიხარულიძემ აღნიშნულ შეხვედრაში ორ–ორი გოლის გატანა მოახერხეს.

სსრკ–ს ჩემპიონატში 20 მაისს დინამომ ხუთი მატჩი გამართა. სამი შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა იმარჯვა, ხოლო ორი თამაში ფრედ დასრულდა. ბურთების ბალანსია 8/2. 1949 წელს ლენინგრადში სეხნიებთან ჩატარებული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. 1968 წელს დონეცკის შახტიორთან ფრედ 1–1 დასრულებულ მატჩში თავის გამოჩენა მეტრეველმა მოახერხა. 1970 წელს თბილისელებმა დიდი ანგარიშით 4–0 დაამარცხეს ტაშკენტის პახტაკორი. გოლების გატანა მოახერხეს: ილიადიმ (ორი), გავაშელმა და ბურჯანაძემ. ორი წლის შემდეგ ნოდიას და ასათიანის გოლებით დინამომ ვოროშილოვგრადის ზარია დაამარცხა. 1984 წელს მტკვრისპირელებმა დონეცკის შახტიორს უმასპინძლეს და ჩივაძის გოლით 1–0 დაამარცხეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024