დინამო თბილისის ფან–კლუბის წევრები–გლადიატორები, წლეულს ბალუს თასს მეორედ გაათამაშებენ. ბალუ – ლევან ღამბაშიძე დინამო თბილისის ფან–კლუბის დაარსების დღიდან, მისი ერთ–ერთი ლიდერი გახლდათ. იგი 26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ბალუს თასის გათამაშება 2012 წლის 31 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე 6 გუნდის ფან–კლუბი მიიღებს. ტურნირში წარმოდგენილნი იქნებიან თბილისის დინამოს ფანები (გლადიატორები), რუსთავის მეტალურგის ფანები (მეტეორი), ქუთაისის ტორპედოს ფანები (ტორნადო), ზესტაფონის ფანები (ზესტაფანები), ზუგდიდის ბაიას ფანები (აბრაგები), გორის დილას ფანები (ლომკაცები) და ასევე ქართული სპორტის ქომაგები და ჯვაროსნები. დღეს ბალუს თასის გათამაშების საორგანიზაციო შეხვედრა შედგა. ტურნირი ოლიმპის საფეხბურთო სკოლის მოედანზე გაიმართება. შეხვედრები 13.00 საათზე დაიწყება. გათამაშება ჩატარდება ოლიმპიური სისტემით.
გლადიატორები – ზესტაფანები
ტორნადო – ჯვაროსნები
მეტეორი – ლომკაცები
აბრაგები – ქართული სპორტის ქომაგები