7/28/2012
დაუმარცხებლად სამშობლოში (EN)

დინამომ სლოვენიური შეკრება დაუმარცხებლად დაასრულა. პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, დინამოელებმა მატჩის შემდგომი კომენტარები გააკეთეს.

ირაკლი ძარია– ძალიან რთული თამაში იყო. ძალიან ცხელოდა და მოედანზე გადაადგილება ჭირდა. კარგია, რომ გავიმარჯვეთ, მოგება ძალიან სასიხარულოა, მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ შეკრება. ჩემი აზრით, ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. მომზადებულები და შეთამაშებულნი ვხვდებით ჩემპიონატის სტარტს და დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით გამოვალთ და პირველობას მოვიპოვებთ.

გიორგი რეხვიაშვილი– კარგი თამაში გამოვიდა. მთლიანობაში თამაშის სადავეები გვეჭირა. შეკრების ბოლო სპარინგი იყო და გვაინტერესებდა როგორ კონდიციებში ვიყავით. ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშეთ. დილით თამაში ცოტა დისკომფორტს გვიქმნიდა, მაგრამ ეს წინაღობაც დავძლიეთ და გავიმარჯვეთ. სამშობლოში კარგი განწყობით ვბრუნდებით და ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისში გავაგრძელებთ.

გივი კვარაცხელია– კარგი მეტოქე გვყავდა და სპარინგიც კარგი გამოვიდა. შეკრების ბოლო დღეა და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადაღლილები ვიყავით, რაც ჩვეულებრივი ამბავია. შეკრებით ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ, ალბათ მაქსიმუმი გაკეთდა ამ ეტაპისთვის. ისიც ძალიან მახარებს, რომ ბიჭები ყველანი ჯანმრთელად არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატში კარგი შედეგი გვექნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024