რობერტინიო დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
2012-01-03 13:32:15

ჩვენს ვებ–გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში, რომელსაც დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე უნდა გამოევლინა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იმარჯვა. გამოკითხვაში მონაწილეობა ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო, ხმათა უმრავლესობა კი რობერტო ანგინეტის ერგო – დინამოს სამხრეთ ამერიკელმა ლეგიონერმა 425 ხმა მიიღო და პირველობა არავის დაუთმო.

გენერალური სპონსორი
სპონსორები