16.10.2014
სერგო კუტივაძე - 70

დღეს დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელის, ნახევარმცველის – სერგო კუტივაძის დაბადების დღეა. სერგო კუტივაძე 1944 წელს ალმა-ათაში დაიბადა. დინამო თბილისის შემადგენლობაში 1967–1972 წლებში ასპარეზობდა. ჩვენი გუნდის რიგებში 171 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 22 გოლი. არის სსრკ– ს პირველობის სამგზის ბრინჯაოსმედალოსანი- 1967, 1969 და 1971 წლებში. არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 1974-1984 წლებში იყო დინამოს მწვრთნელი, ხოლო 1994-1995 წლებში მთავარი მწვრთნელი.

დინამოელები ვულოცავთ სერგო კუტივაძეს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018