02.10.2014
რევაზ ჩელებაძე – 59

დღეს დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელის, გამორჩეული შემტევის – რევაზ ჩელებაძის დაბადების დღეა. რევაზ ჩელებაძე 1955 წელს ქობულეთში დაიბადა. დინამო თბილისის შემადგენლობაში 1976–1982 და 1986–1987 წლებში ასპარეზობდა. ჩვენი გუნდის რიგებში 231 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 87 გოლი. არის სსრკ– ს 1978 წლის პირველობის ჩემპიონი. 1977 წლის ვერცხლისმედალოსანი და ორგზის პრიზიორი 1976 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში 1977 წელს დასახელდა მეორე ნომრად. სსრკ– ს ნაკრებში ჩატარებულ 9 შეხვედრაში გაიტანა 3 გოლი.

დინამოელები ვულოცავთ რევაზ ჩელებაძეს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018