03.09.2014
პირველი ბროლის თასი

1976 წლის 3 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა დინამო თბილისის ტიტულოვან ისტორიაში. ჩვენმა გუნდმა პირველად მოიპოვა სსრკ– ს თასი. აღსანიშნავია, რომ თბილისელები მანამდე ხუთჯერ იყვნენ გასული ბროლის თასის გათამაშების ფინალში და ხუთივეჯერ ხელი მოეცარათ. ფინალამდე მტკვრისპირელებმა ზაპოროჟიეს მეტალურგი პენალტების სერიაში ანგარიშით 5:4 დაამარცხეს, მერვედფინალში ლენინგრადის ზენიტს სამი უპასუხო გოლით მოუგეს, შემდეგ ლვოვის კარპატი დაამარცხეს ანგარიშით 2:1, ხოლო ნახევარფინალში დონეცკის შახტიორს 2:0 აჯობეს. ფინალში, რომელიც მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე გაიმართა და მატჩს 45000 გულშემატკივარი ესწრებოდა, ჩვენი გუნდის მეტოქე წინა გათამაშების გამარჯვებული და თბილისელთა პრინციპული მოწინააღმდეგე– ერევნის არარატი გახლდათ. დინამომ მეტად საინტერესო შეხვედრაში დიდი ანგარიშით 3:0 იმარჯვა. გოლები 27– ე წუთზე დავით ყიფიანმა, 64– ე წუთზე ფირუზ კანთელაძემ (პენალტით) და 68– ე წუთზე რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ სათასო ასპარეზობის საუკეთესო ბომბარდირი ხუთი გატანილი გოლით– დავით ყიფიანი გახდა.

დინამო: გოგია, ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, ჩივაძე, მ. მაჩაიძე (კ), ჩელებაძე, გუცაევი, ყიფიანი (წერეთელი 75), კოპალეიშვილი

მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი

არარატი: ოვსეპიანი, გევორქიანი, სარქისიანი (კ), მირზოიანი, მესროპიანი, ს. პეტროსიანი, ფარსადანიანი, ოგანესიანი (აზარიანი 89), ქეროპიანი, ნ. პეტროსიანი, ხალაიჯიანი (კაზარიანი 46)

მთავარი მწვრთნელი ედუარდ მარქაროვი

მთავარი მსაჯი პ. კაზაკოვი (მოსკოვი)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019