09.08.2014
სერგო კოტრიკაძე – 78

დღეს თბილისის დინამოსა და ქართული ფეხბურთის ლეგენდარული მეკარე– სერგო კოტრიკაძე 78 წლის გახდებოდა. კოტრიკაძემ დინამოში გატარებული 13 სეზონის მანძილზე (1957–1970) 315–ჯერ მოირგო თბილისელთა ფორმა. არის სსრკ–ს ჩემპიონატის 1964 წლის გამარჯვებული. გათამაშების სამგზის პრიზიორი 1959,1962 და 1967 წლებში. 1962 წელს აღიარეს პირველობის საუკეთესო მეკარედ. იმავე წელს ჩილეში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ოთხჯერ შეიყვანეს  33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. აღიარებულია XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო მეკარედ.

ღირსების ორდენის კავალერი 2011 წლის 3 მაისს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018