28.07.2014
გამარჯვებულები თბილისში დაბრუნდნენ

დღეს კახი გოგიჩაიშვილი თავის გუნდთან და გამარჯვებულის თასთან ერთად თბილისში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ დორტმუნდში, რურის თასის ფინალში დინამოელებმა თურქული გალათასარაი დაამარცხეს. შეხვედრის 44- ე წუთზე ანგარიში არჩილ მესხმა გახსნა, თუმცა სტამბულელებმა ერთ წუთში გაათანაბრეს. ანგარიში 1:1 აღარ შეცვლილა და დაინიშნა მატჩისშემდგომი პენალტების სერია. დინამოელებმა გადამწყვეტი დარტყმები უფრო ზუსტად შეასრულეს და საბოლოოდ თბილისელებმა 3:2 აჯობეს გალათასარაის.

დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი (ნემსაძე), სამხარაძე, ქიქავა, კობახიძე, ვეკუა (კვერნაძე), ლაშხია (მაჭავარიანი), ვოლკოვი, მესხი

½  ფინალი: დინამო - ბორუსია (მიუნჰენგლადბახი, გერმანია) 0:0, პენალტებით 3:2.

ჯგუფურ ეტაპზე:

დინამო - ბორუსია (დორტმუნდი, გერმანია) 0:0

დინამო - ვიქტორია (პლზენი, ჩეხეთი) 0:0

დინამო - ვოლფსბურგი (გერმანია) 1:0

დინამო - ბენფიკა (ლისაბონი, პორტუგალია) 1:1

ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ: შალკე (გელზენკირხენი, გერმანია), ვესტ ჰემ იუნაიტედი (ლონდონი, ინგლისი), მაქაბი (ნეთანია, ისრაელი).

რურის თასი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ახალგაზრდებს შორის. ასეთი რანგის საკლუბო ტურნირში მონაწილეობა ქართველმა ახალგაზრდებმა პრაქტიკულად პირველად მიიღეს.

დინამო U-19 (მთავარი მწვრთნელი- კახი გოგიჩაიშვილი) დაკომლექტებული იყო დინამო 2-ის, დუბლების და აკადემიის ფეხბურთელებით.

დინამო TV გთავაზობთ ჩემპიონების თბილისში დაბრუნების ამსახველ ვიდეო სიუჟეტს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018