18.06.2014
დავით ყიფიანი - 63

დღეს დინამოს ლეგენდარული ათიანის– დავით ყიფიანის დაბადების დღეა. დავით ყიფიანმა დინამო თბილისში 1971–1982 წლებში იასპარეზა. 351 ჩატარებულ შეხვედრაში, 126– ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. იყო სსრკ–ს ჩემპიონი, თასის ორგზის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ–ს საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში. დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელის რანგში, მოპოვებული აქვს ჩემპიონის 6 ტიტული, 3 თასი და 2 სუპერთასი. დღეს ჩვენი კლუბის ლეგენდა 63 წლის გახდებოდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018