24.03.2014
ზაურ კალოევი – 83

დინამო თბილისის თავდამსხმელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი– ზაურ კალოევი დღეს 83 წლის გახდებოდა. იგი ჩვენი გუნდის რიგებში 1953–1956 და 1959–1964 წლებში ასპარეზობდა. ჩატარებულ 279 შეხვედრაში 164– ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. ზაურ კალოევი გამოირჩეოდა თავით უნაკლო თამაშით. 1959 და 1960 წლებში ორჯერ ზედიზედ გახდა ჩემპიონატის ბომბარდირი, შესაბამისად 16 და 20 გოლით. ფედოტოვის კლუბის წევრი– 139 გოლით. 1953 წლის საბჭოთა პირველობის გათამაშების ვერცხლის მედალოსანი და ორგზის პრიზიორი 1959 და 1962 წლებში. ევროპის 1960 წლის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი, ზაურ კალოევი 1997 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018