17.01.2014
დავით გოგია – 66

დღეს დინამო თბილისის ვეტერანი მეკარე– დავით გოგია 66 წლის გახდა. იგი ჩვენი კლუბის ღირსებას 1968, 1972–1979 წლებში იცავდა. დინამო თბილისის შემადგენლობაში 248 შეხვედრა ჩაატარა. არის სსრკ– ს 1978 წლის პირველობის გამარჯვებული. 1977 წლის ვიცე-ჩემპიონი და სამგზის ბრინჯაოს მედლების მფლობელი 1972 და 1976 (გაზაფხული, შემოდგომა) წლებში. 1976 წლის ბროლის თასის გათამაშების ჩემპიონი. ღირსების ორდენის კავალერი 1978 წელს 33 საუკეთესო ფეხბურთელტა სიაში პირველ ნომრად დაასახელეს.

დინამოელები ვულოცავთ ბატონ დავითს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018