01.01.2014
კახი ასათიანი – 67

დღეს ჩვენი გუნდის, ქართული და საბჭოთა ფეხბურთის ვარსკვლავი– კახი ასათიანი 67 წლის გახდებოდა. ლეგენდარული ნახევარმცველი დინამოს ლურჯ–თეთრ ფორმას ათი წლის განმავლობაში, 1965–1975 წლები ატარებდა. ჩატარებულ 218 შეხვედრაში, 27 გოლი გაიტანა. საკავშირო პირველობოს ოთხგზის მესამეადგილოსანი 1967, 1969, 1971 და 1972 წლებში. სამჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 1967 წელს გახდა სპორტის ოსტატი. სსრკ– ს ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში გაიტანა 5 გოლი. ევროპის 1968 წლის და მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატების მონაწილე. აქტიური სპორტული კარიერის შემდეგ გადაერთო სამწვრთნელო საქმიანობაში და 1978 წელს გახდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. იყო დინამო თბილისის გუნდის უფროსი და მთავარი მწვრთნელი. კახი ასათიანი 2002 წელს ტრაგიკულად აღესრულა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018