07.07.2019
მედიის საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ დაიწყო მედია აკრედიტაციებზე განაცხადების მიღება, უეფას ევროპა ლიგის პირველი რაუნდის პირველ შეხვედრაზე, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და ენგორდანი დაუპირისპირდებიან. მსურველთა განაცხადების მიღება გაგრძელდება 9 ივლისის ჩათვლით.

 

აკრედიტაციის მიღების მსურველ მედია საშუალებებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ განაცხადი, სადაც მიუთითებთ: 

მედია საშუალების დასახელება:

სახელი და გვარი (ვიზეც უნდა გაიცეს აკრედიტაცია):

მედიის კატეგორია (რადიო, პრესა, ტელევიზია, ბლოგერი, ვებ გვერდი, ფოტოგრაფი):

მედია საშუალების ელექტრონული მისამართი და საკონტაქტო ნომერი:

აკრედიტაციის მსურველის ელექტრონული მისამართი და საკონტაქტო ნომერი:

 

განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: media@fcdinamo.ge

 

მსურველებს დასტური ეცნობებათ მეილზე

აკრედიტაციები გაიცემა ოთხშაბათს, 10 ივლისს 18.00 საათიდან დინამო არენას მედია დარბაზში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019