15.06.2019
დინამო - ვიტ ჯორჯია | ურთიერთშეხვედრები

16 ივნისს დინამო არენა ეროვნული ჩემპიონატის მე- 18 ტურის მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც ჩვენი გუნდი ვიტ ჯორჯიას მიიღებს. მატჩი 19.00 საათზე დაიწყება. ძველ მეტოქეებს შორის ჩატარებული მატჩები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. 52 ჩატარებულ შეხვედრაში 20 მატჩი დინამომ მოიგო, 13 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 19 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ არის- 64/41. აღსანიშნავია, რომ 10 შემთხვევაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 1:0 კი ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ შედეგით 14 მატჩი დასრულდა. ოთხბურთიანი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მეთორმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა 4:0  მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მეცამეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2:5 დამარცხდა. ბოლო მატჩი, რომელიც დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის შედგა 2019 წლის 21 აპრილით თარიღდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული პაექრობა მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019