15.06.2019
13 წლამდელები მეოთხედფინალში არიან

ბუდაპეშტში მიმდინარე Gallini Budapest Cup 2019 გათამაშებაზე, რომელშიც მონაწილეობას დინამოს აკადემიის 13 წლამდელთა გუნდიც იღებს, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩები გაიმართა. თბილისელებმა პირველ შეხვედრაში ფინური იაპსის 2:0 დამარცხების შემდეგ მორიგი გამარჯვება მოიპოვეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. დინამოელებს მეტოქეობას ალბანური ჯელნია შკოდრანე უწევდა. რევაზ გვარაკიძის გუნდმა პირველივე წუთებიდან დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 4:0 დაჯაბნა ბალკანელი მეტოქე. ანგარიში დავით მამასახლისმა გახსნა, 2 გოლი ნოდარ ვარსიმაშვილმა მიამატა, ვახო სალიამ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დინამოელები დღეს საღამოს ტურნირის მეოთხედფინალში ავსტრიულ ვაკერ ინსბრუკს შეხვდებიან. 16 რიცხვში ფინალური შეხვედრებია დაგეგმილი.

U13 დინამო თბილისი 4:0 ჯელნია შკოდრანე

U13 დინამო: საური, ხუფენია, გრიგალავა, ქელდიშვილი, ბენდიანიშვილი, ფეიქრიშვილი, კერესელიძე, თუქრია, ნაჭყეპია, შაშიაშვილი, ვარსიმაშვილი

სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, პატარკაციშვილი, ბუბუტეიშვილი, მამასახლისი, ბერძენიშვილი, სალია

 

ფოტო (c) @galliniworldcup

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019