30.05.2019
8 დინამოელი 17 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა შეკრება დაიწყო. 4 და 6 ივნისს ჭაბუკი ჯვაროსნები ჩეხეთში  ადგილობრივ ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. გიორგი ჩიტაურმა აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოს აკადემიიდან 8 ფეხბურთელს უხმო. დავით გოგოტიშვილი, ლუკა სალუქვაძე, საბა ხვადაგიანი, გიორგი ჩხეტიანი, ლუკა გაგნიძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე, გიორგი აბუაშვილი და ჯადული იობაშვილი ჩეხებთან სათამაშოდ მოემზადებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019