11.02.2019
ჩვენი მეტოქე - მარიბორი

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას სლოვენიურ მარიბორთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18.30 საათზე დაიწყება.

იისფრები (მარიბორის ზედმეტსახელი) 1960 წელს მარიბორში დაარსებული კლუბია.მარიბორი საშინაო შეხვედრებს ადგილობრივ 13 000- იან ლიუდსკი სტადიონზე ატარებენ, საკლუბო ფერები იასამნისფერსა და ყვითელშია გადაწყვეტილი.

მარიბორს სლოვენიის ჩემპიონატი 14- ჯერ (რეკორდი) მოუგია. 9- ჯერ მოიპოვეს სლოვენიის თასი და 4- ჯერ სლოვენიის სუპერთასი. მარიბორი ლიუბლიანის ოლიმპიასთან ერთად სლოვენიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. მათი პექრობა კი მარადიულ დერბად მოიხსენიება.

მიმდინარე ჩემპიონატში 19 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 45 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ. პრემიერ ლიგის შარშანდელი გათამაშება ჩვენმა მეტოქემ ვერცხლის მედლებით დაასრულა.

სლოვენიელები რამდენიმე დღეა რაც თურქულ შეკრებაზე იმყოფებიან. 16 იანვარს უნგრულ ჰალადასთან უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ ჩეხურ კარინსთან 23 იანვარს ასევე 0:0 ითამაშეს. 5 თებერვალს მოსკოვის სპარტაკთან 1:1 დასრულდა მატჩი, 8 თებერვალს კი სერბულ ცრვენა ზვეზდასთან 0:1 დამარცხდა ჩვენი მომავალი მეტოქე. სლოვენიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი 51 წლის დარკო მილანიჩი მუშაობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019