08.11.2018
8 დინამოელი 19 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს თბილისში გამართავს. გიორგი მიქაძის გუნდი 14 ნოემბერს ლიხტენშტაინს, 17 ნოემბერს აზერბაიჯანს, ხოლო 20 ნოემბერს ისრაელის ნაკრებ გუნდებს შეხვდება. 19 წლამდელთა კრებულში მთავარმა მწვრთნელმა დინამოს 8 ფეხბურთელი მიიწვია. დემეტრე ბულისკერია, გიორგი მამარდაშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი, ლევან ხარაბაძე, ანზორ მექვაბიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ბექა დარცმელია და თემურ გაბუნია მოახლოებულ მატჩებში აიცავენ საქართველოს ღირსებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018