13.09.2018
ლუქმან გილმორი დინამოში ითამაშებს

ნიგერიელი 22 წლის მცველი - ლუქმან გილმორი სეზონის ბოლომდე დინამოში იასპარეზებს. გილმორი ბოლო რამდენიმე კვირა დინამოსთან ერთად ვარჯიშობდა. კახი კაჭარავა და სამწვრთნელო შტაბი მას დააკვირდება და სურვილის შემთხვევაში კონტრაქტი შესაძლოა გახანგრძლივდეს. გილმორი ნიგერიული ლაგოსის აკადემიის აღზრდილია, შემდეგ სტოკ სიტის აკადემიაში ასპარეზობდა. გამოდიოდა ნიგერიის 17 და 23 წლამდე ნაკრებებში, საქართველოში კი ხონის იმერეთში უთამაშია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018