13.06.2018
დღეს 13 ივნისია

დღეს 13 ივნისია. სამი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომამ და ერთმანეთის დახმარებამ დაგვაძლევინა სირთულეები. მთელი გულით ვუსამძიმრებ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ივნისის იმ მძიმე დღეებში ჩვენი ყველას მოქალაქეობრივი ვალი იყო მაქსიმუმი გაგვეკეთებინა დაზარალებული მოსახლეობისთვის. დინამოს ფეხბურთელები, თანამშრომლები, გულშემატკივრები, ყველანი გვერდში ედგნენ მოსახლეობას სტიქიის სავალალო შედეგებთან ბრძოლაში. წითელი ჯვრის მეშვეობით გავუწიეთ დახმარება დაზარალებულებს და რაც მთავარია უსახლკაროდ დარჩენილ ხუთ ოჯახს შევუძინეთ საცხოვრებელი ფართი.

 

დინამოს პრეზიდენტი - რომან ფიფია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018