13.03.2018
დინამოელები სიმბოლურში

მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ დინამო თბილისიდან ორი ფეხბურთელი - გუნდის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი (დუბლი და საგოლე პასი ლოკომოტივთან) და ნახევარმცველი გიორგი ივანიშვილი (ტექნიკური გოლი) შეიყვანა. Sportall.ge- მ საუკეთესო გუნდში კიტეიშვილთან და ივანიშვილთან ერთად ჩვენი გუნდის შემტევი აკაკი შულაიაც (შედეგიანი დარტყმა და საგოლე პასი) შეიყვანა. Adjarasport- მა და goal.ge- მ თერთმეტეულში ოთარ კიტეიშვილთან ერთად აკაკი შულაია და მცველი ლევან ხარაბაძე (დაცვის მარცხენა ფრთაზე დამაჯერებლად ჩატარებული შეხვედრა) დაასახელა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018