14.02.2018
სტაჟირება-პრაქტიკაზე დინამოს აკადემიაში

მარტვილში ახალგახსნილმა საფეხბურთო აკადემიამ უკვე დაიწყო ფუნქციონირება და დინამოს აკადემიის ფილიალისთვის შერჩევებიც ჩატარდა. ამ კვირას კი დინამოს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია მარტვილიდან სამ მწვრთნელს მასპინძლობს. უშანგი რუხაია (13 წლამდე გუნდის მწვრთნელი), გიგა ჭუბაბრია (12 წლამდე გუნდის მწვრთნელი) და დათო გეგეჭკორი (მეკარეების მწვრთნელი) ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დინამოს აკადემიაში იცხოვრებენ, ადგილზევე გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. მომდევნო კვირას აკადემიას 9, 10 და 11 წლამდე გუნდების მწვრთნელები ეწვევიან და სტაჟირებას გაივლიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018