13.02.2018
გოჩა გავაშელი – 71

ჩვენი გუნდის ვეტერანი შემტევი, სპორტის ოსტატი – გოჩა გავაშელი 1947 წელს გაგრაში დაიბადა. დინამოს რიგებში 1967 წლიდან 1976 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 183 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა. არის 1976 წლის სსრკ– ს ბროლის თასის მფლობელი და 1968 წლის ჩემპიონატის ბომბარდირი 22 გატანილი გოლით. 1968 წელს კუიბიშევის კრილია სოვეტოვს ერთ შეხვედრაში 5 გოლი გაუტანა და ილია დათუნაშვილის რეკორდი გაიმეორა. გოჩა გავაშელი 1997 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018