10.10.2017
ქავთარაძემ ფინელებს მეორედაც გაუტანა

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა მეორედაც ითამაშა ამხანაგური მატჩი ფინეთთან და მეორედაც დაამარცხა მეტოქე. ამჯერად ახალგაზრდა ჯვაროსნებმა 2:0 მოუგეს ფინელებს. პირველი სპარინგის დარად თავი ისევ დინამოელმა ბექა ქავთარაძემ გამოიჩინა, რომელმაც ამჯერად სკანდინავებს დუბლი შეუსრულა. შეხვედრაში ჩვენი კლუბის ხუთმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ხარაბაძემ, დარცმელიამ, ნინუამ და ქავთარაძემ სასტარტოში დაიწყეს ასპარეზობა, ხოლო ხარშილაძე შეცვლაზე შევიდა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017