11.08.2017
სამტრედია - დინამო | მატჩამდე

საქართველოს 16 გზის ჩემპიონი ეროვნული ლიგის ოცდამეორე ტურის შეხვედრას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გამართავს. 12 აგვისტოს მატჩი სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 18.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი სამტრედია 1936 წელს დაარსდა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის ლოკომოტივი. შემდგომში კლუბი სხვა და სხვა სახელით (სამტრედია, სანავარდო, იბერია) გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში.

საშინაო მატჩებს სამტრედია- ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 3000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სამტრედიის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ სამტრედიას 2016 წლამდე, 1994-1996 წლებში ჰქონდა, გუნდმა 1995 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. 20 წლის შემდეგ იმერული გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც 0:5 დამარცხდა დინამო თბილისთან. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში კი სამტრედიამ პირველად თავის ისტორიაში - საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2017 წელს სამტრედიამ ასევე პირველად მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. იმერული გუნდი აზერბაიჯანულ ყარაბახს დაუპირისპირდა და ჯამში 0:6 დამარცხდა.

კლუბში სხვა და სხვა დროს უთამაშიათ ცნობილ ფეხბურთელებს: ტარიელ დვალიშვილს, დევიზ დარჯანიას, ფირუზ კანთელაძეს, გივი ბაბუნიძეს, თემურ ძაგნიძეს, სერგეი შვეცოვს. უფრო ახლო წარსულში- ზაზა ჯანაშიას, კახი გოგიჩაიშვილს, გია და მიხეილ ჯიშკარიანებს, გიორგი დარასელიას, ზურაბ იონანიძეს, გრიგოლ ჭანტურიას და კახი კალაძეს.

 

 

მწვრთნელი და სამტრედია

სკ სამტრედიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2015 წლის ივნისიდან გიორგი ცეცაძე მუშაობს. მისი თავკაცობით გუნდმა 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში ოქროს მედლები მოიპოვა. მიმდინარე ჩემპიონატში კი 21 ჩატარებული მატჩიდან დაგროვებული 42 ქულით, სამტრედია სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე...

2017 წლის სეზონი სამტრედიამ ტიტულის მოპოვებით დაიწყო. საქართველოს სუპერთასის ფინალში სამტრედიამ ტორპედოს 2:1 მოუგო. შემდეგ იყო ფრე შუქურასთან 1:1 და მარცხი ჩიხურასთან 0:1. საქართველოს თასის 1/16 ფინალში სამტრედიამ ვიტ ჯორჯიას აჯობა 2:1, ხოლო პირველობაზე ბათუმის დინამოს 1:0 მოუგო. შემდეგ მონაცვლეობით დამარცხდა ჩვენს კლუბთან 0:2, აჯობა საბურთალოს 2:1, დამარცხდა ტორპედოსთან 0:2 და მოუგო ფოთის კოლხეთს 2:1. შემდეგ იყო უგოლო ფრე ლოკომოტივთან და მარცხი თასის მერვედფინალში ტორპედოსთან 0:2. სამტრედიელებმა ამის შემდეგ მიჯრით ოთხ მატჩში მოიპოვეს გამარჯვება. 2:1 დილასთან, 2:0 შუქურასთან, 2:1 ჩიხურასთან და 2:0 ბათუმის დინამოსთან. სამტრედია ამის შემდეგ დინამო თბილისთან დამარცხდა 2:3 და 3:2 იმარჯვა საბურთალოსთან. შემდეგ იყო მარცხი ტორპედოსთან 1:2 და ფრე ფოთის კოლხეთთან 1:1. ორი გამარჯვება მოიპოვა სამტრედიამ მიჯრით. ჯერ ლოკომოტივთან 1:0 და შემდეგ დილასთან 3:2. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამტრედია ბაქოში ყარაბახტან განადგურდა 0:5, ხოლო საპასუხო მატჩში, თბილისში დინამო არენაზე 0:1 დამარცხდა. ევროვნული ლიგის განახლებას სამტრედიელები წარმატებულად შეხვდნენ და მიჯრით 3 მატჩი მოიგეს. ქობულეთის შუქურასთან 4:1, საჩხერის ჩიხურასთან 3:0 და ბათუმის დინამოსთან 1:0.

 

 

სამტრედია - დინამო

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 35 მატჩს ითვლის. სხვა და სხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. ეროვნული ჩემპიონატის პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ- სანავარდოს სახელით ჩაატარა, ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 35 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 27 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა, 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს, 5 დაპირისპირება კი სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 85/22 თბილისელთა სასარგებლოდ.

ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს თბილისელებმა 6:0 აჯობეს ოპონენტს. მიხეილ ყაველაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი თემურ ქეცბაიამ, გელა ინალიშვილმა და ზაზა რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს დინამოელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. ალექსანდრე იაშვილი (2), როინ კერძევაძე, გიორგი დემეტრაძე, გელა ინალიშვილი და ლევან ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. მიხეილ აშვეთიასა და გიორგი შენგელიას დუბლს, გიორგი კიკნაძემ, დავით მუჯირმა და გელა ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს ამ გუნდების შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა თეიმურაზ გადელიამ, დავით დათვაძემ, არჩილ სახვაძემ, კახა გოგოლაძემ და ზაზა ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი პეტარ იელიჩის, ზურაბ არზიანის და გიორგი ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 35 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ შვიდჯერ) 5 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.

ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2017 წლის 21 მაისს დინამო არენაზე გაიმართა. საკმაოდ დაძაბული და გამორჩეულად საინტერესო პაექრობა დინამოელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ბაჩანა არაბულმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ლუკა ლოჩოშვილის ანგარიშზეა.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოს გამოცდილი მცველი- ლაშა თოთაძე გამოტოვებს. შეხვედრას ჯენერი ხორავა განსჯის, ასისტენტობას კი მთავარ არბიტრს ლ. თოდრია და დ. სპიცინი გაუწევენ.

 

 

 

სამტრედიის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, მატჩში სამტრედიის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე – მარკოზაშვილი, სამუშია, რაჟამაშვილი, დათუნაიშვილი საბანაძე, გიი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017