11.08.2017
12 აგვისტო დინამოს ისტორიაში

12 აგვისტოს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის 22- ე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენს გუნდს სამტრედია უმასპინძლებს.

12 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში 7 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. თბილისელებმა 4- ჯერ იმარჯვეს, 2 მატჩი ფრედ დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დინამოს სასარგებლოდაა 17/8.

1937 წელს კიევში თანაკლუბელებთან შეხვედრა 2:2 დასრულდა. გოლები ბორის პაიჭაძემ და მიხეილ ასლამაზოვმა გაიტანეს. 10 წლის შემდეგ დინამომ კუიბიშევში 5:2 დაამარცხა ადგილობრივი კრილია სოვეტოვი. გოლები ბასა ღოღობერიძემ, გაიოზ ჯეჯელავამ, გიორგი აროშიძემ, გავრო ბოგატელომ და გოლოვკინმა (ს.კ.) გაიტანეს. 1952 წელს დინამომ მოსკოვის ტორპედო ბასა ღოღობერიძის გოლით 1:0 დაამარცხა. 1973 წელს დონეცკის შახტიორთან თამაში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1984 წელს დინამომ ალმა ათის კაირათი მიიღო და 2:1 მოუგო. თავი თენგიზ სულაქველიძემ და ვლადიმერ გუცაევმა გამოიჩინეს.

1993 წელს ჩვენმა გუნდმა თანაქალაქელი შევარდენი მიიღო და დერბი სათავისოდ 7:1 დაასრულა. შეხვედრაში დუბლი სამმა ფეხბურთელმა გაიფორმა. არჩილ არველაძემ, რევაზ არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ, ხოლო ერთი გოლიც გელა ინალიშვილმა გაიტანა. 2001 წელს დინამო ბათუმის ბათუმთან 0:2 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017