20.04.2017
დინამო - საბურთალო | ურთიერთშეხვედრები

23 აპრილს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩი გაიმართება. გათამაშების ლიდერი საბურთალოს მიიღებს, მატჩი კი 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

დინამოელთა შეხვედრებს საბურთალოსთან ხანმოკლე ისტორია აქვს. გუნდები საქართველოს ჩემპიონატში სულ ოთხჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. სამ შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, ერთი მატჩის ფრედ დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 9/0 დინამოელთა სასარგებლოდ. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4:0 იმარჯვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა- გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს და ისევ 4:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. მესამედ თბილისური გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფში შეხვდნენ და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დაცილდნენ. საპასუხო მატჩი დინამომ 4 დეკემბერს 1:0 მოიგო. გოლი საბურთალოს კარში გიორგი ზარიამ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017