18.06.2016
შპიჩიჩი და სკრიბე დინამოში ითამაშებენ

ავსტრიულ შეკრებაზე გამგზავრებამდე დინამო თბილისის რიგებს კიდევ ორი ფეხბურთელი შეემატა. 28 წლის ხორვატი მარცხენა მცველი- მატია შპიჩიჩი და 28 წლის ფრანგი მეკარე- ანტონი სკრიბე. ხორვატმა მცველმა ბოლო სეზონი ოსიეკში გაატარა. მანამდე შპიჩიჩი ბაქოს ინტერში, სიბირში, ისტრაში, ტავრიაში და მშობლიურ ზაგრებში გამოდიოდა. სკრიბე დინამოში მოსვლამდე სამი სეზონი ფრანგული აიაჩოს ღირსებას იცავდა. კარიერა კი ფრანგმა კიპერმა მონპელიეში დაიწყო.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018